ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის აგრესია თუ გაგრძელდება, ჰორმუზის სრუტეში ნავთობი აღარ გაივლის

13:24, 20.07.2026

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის აგრესია თუ გაგრძელდება, ჰორმუზის სრუტეში ნავთობი აღარ გაივლის.

„ირანის რევოლუციური გვარდიის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტე „უსაფრთხო აღარ იქნება ნავთობპროდუქციის ტრანზიტისთვის და არცერთი წვეთი ნავთობისა და გაზის გასატარებლად იქამდე, ვიდრე რეგიონში აშშ-ის აგრესია გაგრძელდება“.

გვარდიამ მოუწოდა აშშ-ს, რომ სადამსჯელო ოპერაციისთვის მოემზადონ.

გარდა ამისა, გვარდიის განცხადებით, ორი ნავთობის ტანკერი მწყობრიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტის გავლას იმ მარშრუტით შეეცადნენ, რომლის გამოყენების წინააღმდეგაც თეირანი ადრე აფრთხილებდა გემებს. ირანის მტკიცებით, ორივე ხომალდზე აფეთქება მოხდა და ისინი იძულებული გახდნენ, მოძრაობა შეეწყვიტათ. დამატებითი დეტალების შესახებ ირანში არ უსაუბრიათ.

მსგავსი