ირანელმა მინისტრმა დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა
ირანელმა მინისტრმა დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა. ეს განცხადება ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის ლიდერი თეირანს 52 სამიზნეზე დარტყმით დაემუქრა.
„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! მათ ყველას ეზიზღებათ კულტურები. ტრამპი არის ტერორისტი კოსტიუმში. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის ძალუძს „დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის“ დამარცხება“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე ირანელი მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე „ტვიტერით“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ირანს დარტყმებით დაემუქრა“.
Like ISIS, like Hitler, Like Genghis!
They all hate cultures. Trump is a “terrorist in a suit”. He will learn history very soon that NOBODY can defeat “the Great Iranian Nation & Culture”.#HardRevenge#QasemSoleimani https://t.co/N2iQ5AMX7M
— MJ Azari Jahromi (@azarijahromi) 5 January 2020