ირანელი წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააპატიმრეს [ვიდეო]
ირანელი წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააპატიმრეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქ არაკში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარ შეყვარებულს ხელი თხოვა, რასაც იქ მყოფების აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა. მოგვიანებით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წყვილის დაპატიმრების შემდეგ ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავების გადაწყვეტილება ისლამის წესების დარღვევის გამო მიიღეს. მათი თქმით, წყვილის საქციელი ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რის გამოც მათი დაკავების მოთხოვნით პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ წყვილი თავდებით გაათავისუფლეს.
📹 Man publicly proposes to woman at shopping mall in Arak, central #Iran
Both arrested for “marriage proposal in contradiction to islamic rituals… based on decadent Western culture,” then released on bail pic.twitter.com/eKdlNX9Bte— Sobhan Hassanvand (@Hassanvand) March 8, 2019