ირანელი ქალები საფეხბურთო მატჩს 40 წლის შემდეგ პირველად დაესწრნენ
ირანელი ქალები საფეხბურთო მატჩს 40 წლის შემდეგ პირველად დაესწრნენ

ირანელი ქალები 40 წლის შემდეგ პირველად დაესწრნენ საფეხბურთო მატჩს. მანამდე ირანელ ქალებს სტადიონზე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

ქალი გულშემატკივრების საფეხბურთო მატჩებზე დასწრების ნებართვა „ფიფამ“ მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის სამსახურმა დააკავა ირანელი ქალი, რომელიც მამაკაცად შენიღბული ცდილობდა სტადიონზე შეღწევას. ამის შემდეგ მან თავის დაწვა სცადა.

ისტორიული მატჩი, რომელსაც ირანელი ქალები დაესწრნენ, ეროვნული ნაკრების კამბოჯასთან დაპირისპირება იყო. სტადიონზე ერთდროულად 3500 ქალი გულშემატკივარი იმყოფებოდა. მატჩი ირანელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 14:0 დასრულდა