ირანელი მოკრივე ქალი სამშობლოში დაბრუნებისგან თავს იკავებს
ირანელი მოკრივე ქალი სამშობლოში დაბრუნებისგან თავს იკავებს

სადაფ ხადემმა – პირველმა ირანელმა მოკრივე ქალმა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანში მისი დაპატიმრების ორდერი იქნა გაცემული.

შაბათს ხადემმა ფრანგი ანა შოვენი დაამარცხა და ამ კვირაში, თავის მწვრთნელთან ერთად, სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

თავად სპორტსმენი მიიჩნევს, რომ ირანის ხელისუფლება მას საჯარო სივრცეში შორტებითა და მაისურით გამოსვლის გამო დევნის, თუმცა ისლამური ქვეყნის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ხადემის შესაძლო დაპატიმრების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ირანის მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.