ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს გადაჭარბა
ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს გადაჭარბა

ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს გადააჭარბა. დაზარალებულია 7000-ზე მეტი ადამიანი.

ირანის მთავრობამ დღეს გლოვის დღე გამოაცხადა. ათასობით მოქალაქეს მეორე ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწია. ყველაზე მეტად დაზარალებულ მთიან რეგიონებში მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ჩასვლას.

ირანული მედიის ცნობით, ქიმანშაჰის პროვინციაში ჩასვლას და დაშავებულებთან შეხვედრას დღეს ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აპირებს.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 12000-ზე მეტი სახლი და შენობა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. უსახლკაროდ დარჩენილები კი სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში გადაჰყავთ. თავშესაფარი 70000 მოქალაქეს სჭირდება.

ძლიერი სტიქია ირანისა და ერაყის საზღვართან ახლოს 12 ნოემბერს მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ღამის განმავლობაში სეისმოლოგებმა ათასობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.