ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ერაყის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ერაყის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ერაყის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Reuters ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა დერბენდიხანში, ქალაქ სულეიმანიიდან 75 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონია.

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ირან-ერაყის საზღვართან. ბიძგები თურქეთის ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა კუვეითსა და გაერთიანებულ საემიროებშიც.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) რყევების ეპიცენტრი ერაყულ ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრში განსაზღვრა და მიწისძვრას ნარინჯისფერი კოდი მიანიჭა.