ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების ხელფასები სავარაუდოდ, 10 %-ით გაიზრდებ​ა
ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების ხელფასები სავარაუდოდ, 10 %-ით გაიზრდებ​ა

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების ხელფასები სავარაუდოდ, 10 %-ით გაიზრდებ​ა.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მემანქანეებისთვის ანაზღაურების მომატება სატრანსპორტო კომპანიის პრეროგატივაა.

„რამდენადაც მე ვიცი, უკვე გარკვეულ მატებაზე არის საუბარი, თუ არ ვცდები ხელფასების 10% -იან ზრდაზე, შეიძლება მეტი იყოს. ასე რომ, ეს თემა შეჯერებული და შეთანხმებულია. მემანქანეების პრობლემა, რასაც ისინი ითხოვდნენ და რასაც ჩვენ დავპირდით ეტაპობრივად მოგვარდება. შეთანხმება იყო, რომ ბიუჯეტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემდა იმას გავაკეთებდით. ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ და ამისთვის მადლობა თითოეულ მათგანს”, – განაცხადა ზარქუამ.

დატოვე კომენტარი