ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიმართა - რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ახალგაზრდებს, გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი?
ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიმართა - რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ახალგაზრდებს, გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი?

გვარამია და მელია ამოფარებული არიან დემოკრატიის მანტიას, მედიამანტიას. ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა არ გამოუვა.

„რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას, ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერპროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც მთლიანად ამ ჯაჭვის, ქსელის ავტორები იყავით. კარგად გვახსოვს“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.