ირაკლი ზარქუამ „ნაცმოძრაობას" მიმართა - რას ემსგავსებით, როცა სხდომას პრესა ესწრება, რა დავალებებს გაძლევთ ამისთანას თქვენი ბელადი
ირაკლი ზარქუამ „ნაცმოძრაობას" მიმართა - რას ემსგავსებით, როცა სხდომას პრესა ესწრება, რა დავალებებს გაძლევთ ამისთანას თქვენი ბელადი

კომისიების სამუშაო სხდომებზე ნორმალური ადამიანები ჩანხართ, რას ემსგავსებით, როცა სხდომებს პრესა ესწრება, რა დავალებას გაძლევთ ამისთანას თქვენი ბელადი?! – ამ სიტყვებით მიმართა  საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატები წარმომადგენლობით ორგანოში ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ რეფორმაზე მსჯელობენ. ირაკლი ზარქუას ოპოზიციური პარტიის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა უპასუხა: ” ბატონო ირაკლი, ასე რომ გამოხტებით ხოლმე, ყველამ თავის ბელადს მიხედოს, მართლა რას დაგამსგავსათ ამ მამაძაღლმა სეთურმა” .

მარიკა დათუკიშვილის რეპლიკას  “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა უპასუხა. ” ქალბატონო მარიკა, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებთ კორექტულობისკენ, იქნებ თქვენს ლექსიკასაც მიხედოთ”-აღნიშნა ბექა დავითულიანმა.