ირაკლი ზარქუა - ყოფილი ელჩები სააკაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციებს ნუ აჰყვებიან, ისინი უნდა იყვნენ ქვეყნის მეგობრები და არა რომელიმე რადიკალის, მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ ქვეყანას
ირაკლი ზარქუა - ყოფილი ელჩები სააკაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციებს ნუ აჰყვებიან, ისინი უნდა იყვნენ ქვეყნის მეგობრები და არა რომელიმე რადიკალის, მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ ქვეყანას

ყოფილი ელჩები სპეკულაციებს ნუ აჰყვებიან. ისინი უნდა იყვნენ ქვეყნის მეგობრები და არა რომელიმე რადიკალის. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს უილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტისა და კენეტ იალოვიცის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სააკაშვილისთვის საჭირო ზრუნვა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

„განცდა მაქვს, რომ ყოფილი ელჩების ნაწილის განცხადება ლობისტური კამპანიის შემადგენელი ნაწილია და გადაეცით, დააგვიანდათ. ამ სპეკულაციას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც ითქვა, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საფუძველი კი არა, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც კი არ არსებობს. გერმანიის კლინიკამ კი „კონტროლკა დაასვა“, როცა ითქვა, რომ არც მოწამლულია და არც ვაწამებდით. ეტყობა, ყოფილ ელჩებს გვიან მიუვიდათ ეს წერილი, ამიტომ სპეკულაციებს ნუ აჰყვებიან. ისინი ქვეყნის მეგობრები უნდა იყვნენ და არა ერთი რომელიმე რადიკალის. რაც არ უნდა ინტერესები ჰქონდეთ სააკაშვილთან მიმართებით, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ამ ქვეყანას. ეს სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც იმართება კანონებით, კონსტიტუციით და პატივი სცენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არანაირ წამებას, პატიმარ სააკაშვილის უფლებების შელახვას ადგილი არ ჰქონია და კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.