ირაკლი ზარქუა - ყალბ ინიციატივებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ
ირაკლი ზარქუა - ყალბ ინიციატივებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

აგერ არის პარლამენტი, შემობრძანდნენ, დისკუსიასა და დებატებში ჩაერთონ და ამისთვის მზად ვართ, ამის იქეთ ყველა ინიციატივა არის ფუჭი, ყალბი, ყალბ ინიციატივებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთავაზობს.

„ჩვენ არ გვჭირდება არავისთან ზედმეტი დაძაბული ურთიერთობა. არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია, რომ იყო კარგად ორგანიზებული, თავისუფალი. როგორი იქნება მოქალაქეების ხვალინდელი დღე, ბიუჯეტია განმსაზღვრელი. მობრძანდნენ პარლამენტში და ილაპარაკონ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.