ირაკლი ზარქუა - ვის რა რეიტინგი, შესაძლებლობა აქვს, აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და ყველა თავის წიწილებს დაითვლის
ირაკლი ზარქუა - ვის რა რეიტინგი, შესაძლებლობა აქვს, აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და ყველა თავის წიწილებს დაითვლის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განაცხადებით, მისთვის მტკივნეული იყო, რომ გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გუნდი, ხელისუფლება ვამოწვევების წინაშე იყო.

მისივე თქმით, ვის როგორი რეიტინგი აქვს, ეს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ცუდი სანახავი იყო, რომ პარტია, გუნდი, ხელისუფლება გამოწვევების წინ იყო და მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის იქით მე არ წავალ. ვის რა რეიტინგი აქვს, ვის რა შესაძლებლობა, აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და ყველა, მათ შორის ხელისუფლება და ოპოზიცია, თავის წიწილებს დაითვლის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.