ირაკლი ზარქუა - სწორედ მეორე ტური იქნება ის, რაც წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას
ირაკლი ზარქუა - სწორედ მეორე ტური იქნება ის, რაც წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას

მინდა, განცადება გავაკეთო იმ უპასუხისმგებლო კომეტარზე, რაც მელიას სჩვევია. იყო მცდელობა, საზოგადოება ისევ შეცდომაში შეეყვანა. ჩვენთვის კატეგირიულად მიუღებელია ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მით უმეტეს მეორე ტურის წინ ვის აწყობს გაუქმებული ოფისის ცეცხლის წაკიდება და რაღაც მსგავსი, ან საზოგადოების დაზაფრვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მეორე ტური იქნება ის, რაც წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

„მინდა, განცადება გავაკეთო იმ უპასუხისმგებლო კომეტარზე, რაც მელიას სჩვევია. იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ისევ შეცდომაში შეეყვანა. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას. ჩვენთვის კატეგირიულად მიუღებელია ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მით უმეტეს მეორე ტურის წინ ვის აწყობს გაუქმებული ოფისის ცეცხლის წაკიდება და რაღაც მსგავსი, ან საზოგადოების დაზაფრვა ან რაღაც ესკალაციების მოწყობა, ეს ყველასთვის კარგად ნაცნობია. რაც შეეხება კონკრეტულად კრიმინალებთან რაღაც კავშირს და მსგავსი ბიდვები იყო.

ჩვენ კრგად ვნახეთ პირველი ტურის დროს, როგორ ხდებოდა ზონდერ ჯგუფების მობილიზება უბან-უბან, როგორ ხდებოდა სწორედ ამგვარი დაჯგუფებების თარეში და როგორ ხდებოდა შემდეგ მათი დაკავება. როგორ იყო მცდელობა, რომ საზოგადოება დაეზაფრათ, რაღაც ესკალაციები მოეწყოთ, შეხლა-შემოხლები, სადაც შემდეგ პოლიციას მოუწია რამდენიმე ადამიანი დაეკავებინათ, სწორედ მელიას გუნდის წევრები. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მეორე ტური არის წინ. ყველა მშვიდად, მშვიდ გარემოში მივიდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ უხალოეს დღეებში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ იყო ამის ავტორი. „ნაციონალური მიძრაობისგან“ პროვოკაციას მოხვეული ვართ. საკუთარ მოსახლეობას ტერაქტებს როგორ უწყობდნენ, პარტიას, რომ გარკვეული დივიდენდები მიეღოთ. არ გამოვრიცხავ, მსგავსი იყოს. თუმცა გამოძიება ამაზე სათქმელს თვითონ იტყვის. მეორე ტურის წინ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება არჩევნების მშვიდ გარემოდი ჩატარება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობთ. სწორედ მეორე ტური იქნება ის, რაც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად კანონიერ ქურდებს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს.