ირაკლი ზარქუა - სავარაუდოდ, გვარამიას მელიას ის სცენარი აქვს არჩეული, რომ გირაო მესამე პირიდან შეიტანოს და თქვას, რა შუაში ვარ, იმათმა გადაიხადესო, საქმე გვაქვს უთავმოყვარეო ე.წ. პოლიტიკოსებთან
სავარაუდოდ, გვარამიას მელიას ის სცენარი აქვს არჩეული, რომ გირაო მესამე პირიდან შეიტანოს და თქვას, მე რა შუაში ვარ, გირაო იმათმა გადაიხადესო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ზარქუას თქმით, „საქმე უთავმოყვარეო და უპრინციპო ე.წ. პოლიტიკოსებთან გვაქვს“.
„ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გვარამია შიგნით იქნება თუ გარეთ. კეთილი ინებოს და გირაო გადაიხადოს. ვის რაში სჭირდება გვარამია ციხეში?“ – აღნიშნა ზარქუამ.