ირაკლი ზარქუა - სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ არ უარყოფს
ირაკლი ზარქუა - სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ არ უარყოფს

სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ არ უარყოფს, მათ შორის გამოწვევაა ის, რომ უზენაესს სასამართლოში სასურველ რაოდენობასთან შედარებით მოსამართლეთა მიზერული რაოდენობა არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ყველა იმ სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს.

„თავიდან საუბარი იყო, რომ დაპაუზებულიყო, ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ და მას შემდეგ, რაც რეფორმები გატარდა, ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო შერჩევის პროცედურა, ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში გამოწვევებია და ამას არავინ უარყოფს, მათ შორის გამოწვევაა ის, რომ უზენაესს სასამართლოში სასურველ რაოდენობასთან შედარებით მოსამართლეთა მიზერული რაოდენობა არსებობს და ისევ მოქალაქეები ზარალდებიან, ვისაც სურთ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ. აქედან გამომდინარე, პროცესი მიმდინარეობს. რადიკალურმა ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, პარლამენტში ისე დადიან და მათგან განხილვაში მონაწილეობას ელოდებოდით?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.