ირაკლი ზარქუა - საქართველოს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო აშავებდნენ, აშანტაჟებდნენ, თურმე ყველასთვის აუცილებელი ყოფილა, არანაირი უკან დახევა არ იქნება, ეს კანონი ქვეყანას სჭირდება
საქართველოს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო აშავებდნენ, აშანტაჟებდნენ, თურმე ახლა ეს კანონი ყველასთვის აუცილებელი ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება.
„მზად ვართ, ვისაც ინტერესი და სურვილი აქვს, ავუხსნათ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მნიშვნელობა და ის, თუ რატომ იყო მიღებული. საპირისპირო არგუმენტები თუ ექნებათ, მოვისმენთ და ვიმსჯელებთ. არანაირი უკან დახევა არ იქნება, რადგან „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შესაძლებლობა შექმნეს, საქართველოში უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირებულიყო. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებს გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის კანონის მიღების შესახებ. საქართველოს კი კანონის გამო აშავებდნენ, აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ. თურმე ახლა ეს კანონი ყველასთვის აუცილებელი ყოფილა. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებობა მნიშვნელოვანია, ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. უკან დახევა რა შუაშია? ამ კანონს არ გავიწვევთ, რადგან ეს კანონი ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს. ახლა კი სენატი კანონპროექტის განხილვას იწყებს.