ირაკლი ზარქუა - სააკაშვილს ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის, თავად იცის, სად მივაცილებთ
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილს ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის, თავად იცის, სად მივაცილებთ

მიხეილ სააკაშვილს ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის და მივაცილებთ. დიდი ხანია, მას ველოდებით. იმედია, ამჯერად მაინც არ გაგვაწბილებს. თავად იცის, სად მივაცილებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, თავის ამომრჩეველსაც ატყუებს.

„ბატონ მიშას ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის და მივაცილებთ. დიდი ხანია, მას ველოდებით. იმედია, ამჯერად მაინც არ გაგვაწბილებს. სად მივაცილებთ, თავად იცის. მიშა დასეირნობს, ხან სად არის, ხან – სად. ამდენი ხანია, თავის ამომრჩევლებსაც ატყუებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? მიშა თავისუფლებაზე ვერაფერს აკეთებს და ციხეში რა უნდა ქნას? ჩამოვა და როგორც კონსტიტუცია გვკარნახობს, ისე უნდა გავაკეთოთ. მიშა აქ იქნება თუ არა, ჩემთვის მეათე ხარისხოვანია, ის კარიკატურა და უცხო ქვეყნის გაკოტრებული პოლიტიკოსია. თავის ამომრჩეველში დისბალანსს გამოიწვევს. მგონი, მას საპატიო მიღებას თავად ოპოზიცია მოუწყობს, ისინი იმდენად დაღალა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ „პირადად ჩავა ამ არჩევნებზე საქართველოში“.

დატოვე კომენტარი