ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის აქტიურობები მოწმობს, როგორი სახელმწიფო ავაშენეთ, წინა ხელისუფლების დროს პატიმარს რომ განეცხადებინა, პოლიტიკაში მოდის და იქიდან მართავს პროცესს, რას უზამდნენ
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის აქტიურობები მოწმობს, როგორი სახელმწიფო ავაშენეთ, წინა ხელისუფლების დროს პატიმარს რომ განეცხადებინა, პოლიტიკაში მოდის და იქიდან მართავს პროცესს, რას უზამდნენ

წინა ხელისუფლების დროს პატიმარს რომ განეცხადებინა, პოლიტიკაში მოდის და იქიდან მართავს პროცესს, რას უზამდნენ. ეს მოწმობს, როგორი სახელმწიფო ავაშენეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუამ მოუწოდა ახალგაზრდებს, ბინძურ თამაშებში არ ჩაერთონ.

„სააკაშვილის აქტიურობები და განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს, როგორი სახელმწიფო ავაშენეთ. მაგათ დროს პატიმარს რომ ასეთი განცხადებები გაეკეთებინა, რომ პოლიტიკაში მოდის და იქიდან მართავს პროცესს, რას უზამდნენ. ეს კაცი მართავს პროცესს და ჩართულია. ეს არის განმასხვავებელი მათ რეჟიმსა და დღევანდელ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის. მათ იციან, რომ ახალგაზრდები უკვე მიხვდნენ, რომ ისინი რევოლუციური ქაოსის ბერკეტი, საშუალება არიან. დაღუპეს ის ახალგაზრდა, ვისაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინეს, რათა პოლიციელები დაეწვა. ეს ერთ-ერთი ახალგაზრდა რადიკალურმა ოპოზიციამ გაწირა და ასე გაწირავს დანარჩენ ახალგაზრდებსაც, ვისაც ამ ქმედებისთვის გამოიყენებენ. ამიტომ ვეუბნებით ახალგაზრდებს, ბიჭებო და გოგონებო, ნუ ჩაერთვებით ბინძურ თამაშებში. ამათი ამოცანაა, თქვენი ხელით დაძაბონ ვითარება და შემდეგ ჩირგვებში შეძვრნენ, როგორც ეს გააკეთეს. მიხვდა რა სააკაშვილი, რომ ახალგაზრდებზე გათვლა არ ღირს, ახალ აქცენტს აკეთებს – ეტყობა, უგულავას მოუხმო, ესეც მკვდრეთით წამოდგა. დანარჩენებიც იქნებიან, ლუზერების გაერთიანება. ამ პროცესს მივესალმები, ქართულ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. აქეთ იქნებიან ესენი და იქით – „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე ქართული ინტერესების დამცველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს ბრიფინგზე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება. მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, ჩავერთო მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში“.