ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურობაშია, რომ სანდრას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევს
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურობაშია, რომ სანდრას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევს

სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა რაც მოვისმინე, ადამიანი არაადეკვატურობაშია, იმდენად არაადეკვატურობაშია, რომ თავისი ყოფილი მეუღლის, სანდრას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევს, ისიც ხარჯავდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ეცალა, რომ 760 000 ლარის ბოტოქსი გაეკეთებინა.

„რაზეა იცით საუბარი, პრეზიდენტს ჰქონდა 20 მილიონი, იმის მიღმა კიდევ გრიფი „საიდუმლო“ დაადო და 760 000 ლარის ბოტოქსი აქვს გაკეთებული, მაშინ, როცა ამდენი გაჭირვებული გვყავდა და დღესაც გვყავს, მაგრამ შემცირებულია. პრეზიდენტს ეცალა, რომ 760 000 ლარი დაეხარჯა ბოტოქსისთვის, მასაჟებისთვის 400 000 და ა.შ. რაზე ვსაუბრობთ. იმდენად აგონიაშია, მე არაა, სანდრას აქვს დახარჯულიო. რავიცი პროკურატურა რამდენად გაიზიარებს ამ ჩვენებას და გადახედავს“, – განაცხადა ზარქუამ.