ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება

მიხეილ სააკაშვილის უფლებაა, თუ უნდა იშიმშილოს ან პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, ეს ყველაფერი არგუმენტირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის და მის მიმართ რაიმე განსხვავებული მიდგომები არ იქნება.

„კომფორტი, ბოდიში, მგონი, განსხვავებას ნახავდა – რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა. რაც შეეხება ტელევიზორს და ა.შ. პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის, ნათესავებმა მიუტანონ, ტელეფონზე სარგებლობა ისე ექნება, როგორც დანარჩენ პატიმრებს. მისთვის სასათბურე პირობები არ და ვერ იქნება.

ჩვეულებრივი პატიმარია, კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შესაბამისად, რაიმე განსხვავებული მიდგომები არ იქნება. მილიონი ადამიანი რომ გამოვიდეს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და სტრასბურგის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომ ის სასჯელს სამართლიანად იხდის. 2012 წლამდე არსებული ციხე რადიკალურად განსხავებულია, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობით, სერვისებით. ჩვენი ექიმების მჯერა და თუ რაღაც კალორიულობის დეფიციტი აქვს, იმედია, დაეხმარებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.