ირაკლი ზარქუა - რეფერენდუმში ოპოზიცია დამარცხდა, გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობამ და მმართველმა პარტიამ
ირაკლი ზარქუა - რეფერენდუმში ოპოზიცია დამარცხდა, გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობამ და მმართველმა პარტიამ

რეფერენდუმში ოპოზიცია დამარცხდა, მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ისეთი დასაყრდენი და მხარდაჭერა არ აქვთ, რომ პრეტენზია ჰქონდეთ თვითმმართველობით სტრუქტურებში მოსვლაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართული ოცნება“ აქცენტს პროგრამასა და გამოწვევაზე აკეთებდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიცია მთლიანად სიძულვილის ენით ცდილობდა, საზოგადოება ორ ბანაკად დაეყო და პოლარიზაცია ყოფილიყო, ეს არ გამოუვიდათ, გეგმა ჩაუვარდათ, გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობამ და მმართველმა პარტიამ“, – განაცხადა ზარქუამ.