ირაკლი ზარქუა - რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანამ „ოცნების“ მმართველობაში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას, ჰგონიათ, რევოლუცია მოხდება, ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერი, რასაც აღსრულება არ უწერია
ირაკლი ზარქუა - რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანამ „ოცნების“ მმართველობაში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას, ჰგონიათ, რევოლუცია მოხდება, ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერი, რასაც აღსრულება არ უწერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ეხება.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის ნაწილი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ნამდვილად არ არის ევროინტეგრაცია, მათი ამოცანაა რამენაირად საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას. ჰგონიათ, რომ ამას გადაზრდიან სახალხო მღელვარებაში, ხალხი გამოვა, ჩვენ დაგვამხობს, რევოლუცია მოხდება და შემდეგ ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერ-მინისტრი. თანამდებობები გადანაწილებული აქვთ უკვე. ეს არის მათი მიზანი და ამოცანა, რასაც აღსრულება არ უწერია. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტები ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიამ მოგვცა. მათ აღარ აინტერესებთ დეოლიგარქიზაციის კანონი. ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებების ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში გამოყენებას მხარი არ დაუჭირეს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ზარქუამ.