ირაკლი ზარქუა - რადიკალური ოპოზიცია კანდიდატებიდან მაინცდამაინც მათ გვტენის, რომლებიც ადამიანებს რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ, პარტიული ინტერესების დამცველი ლომჯარია ერთხელ უკვე გვყავდა
ირაკლი ზარქუა - რადიკალური ოპოზიცია კანდიდატებიდან მაინცდამაინც მათ გვტენის, რომლებიც ადამიანებს რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ, პარტიული ინტერესების დამცველი ლომჯარია ერთხელ უკვე გვყავდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმება თუ ვერ მოხდება, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

ირაკლი ზარქუას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ეს ნაწილი შესრულებულიყო.

ზარქუას განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს მაინცდამაინც იმ კანდიდატებს, რომლებიც საზოგადოებას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ.

„ვთქვით, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის შევქმნიდით პლატფორმას, რათა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უფრო ღია და დემოკრატიული ყოფილიყო. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააკომპლექტეს ქვეკომისია და ვთქვით, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს ოპოზიციამ, მათ შორის არასამთაბრობო ორგანიზაციებმა. დარეგისტრირებული იყო 19 კანდიდატი და ბოლოს ხუთ კანდიდატზე ჩამოვყალიბდით. რადიკალური ოპოზიცია მაინცდამაინც იმათ გვტენის, რომლებიც ადამიანებს პირდაპირ რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ – მთავრობა უნდა გადავაგდოთ, მოვსპოთ, გადავუაროთო. ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ჩვენს მხარდამჭერებს საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. როგორ, რანაირად? ხუთია დასახელებული და აირჩიონ ნებისმიერი, ვიმსჯელებთ. ვეუბნებით, ჩამოყალიბდით.

არა, მაინცდამაინც ის უნდათ, ვინც რევოლუციურ სცენარს გვთავაზობდა, ეს გამორიცხულია. ამ ყველაფერში შემჩნეული იყვნენ ბურჯანაძე და აბაშიძე. მათი მხრიდან იყო მოწოდებები, ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხოთ. პირადად მე ასეთ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერ. დანარჩენ ხუთს არც ვიცნობ, მაგრამ ნეიტრალური იყოს და ყველას უფლება დაიცვას. მათი არჩეულია და შერჩეულია, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. თუ სახალხო დამცველის კანდიდატზე ვერ შევჯერდებით, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ეს ნაწილი შეგვესრულებინა. რადიკალური ოპოზიცია მაინცდამაინც იმ ერთ კანდიდატს გვტენის და ეს არ არის დემოკრატია. არ გამოვა ასე. პარტიული ინტერესების დამცველი ლომჯარია ერთხელ უკვე გვყავდა. წესით, მეორე შეცდომა არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.