ირაკლი ზარქუა - რადიკალურ ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, შეიგნონ და ის ადამიანიც დაასვენონ, ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ, ციხეში ზის და სულ მცირე ექვსი წელი მოუწევს ჯდომა
ირაკლი ზარქუა - რადიკალურ ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, შეიგნონ და ის ადამიანიც დაასვენონ, ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ, ციხეში ზის და სულ მცირე ექვსი წელი მოუწევს ჯდომა

რადიკალურ ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, არ გამოუვიდათ. ეს მერამდენე ტალღაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ აღნიშნული კომენტარით უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ საუბრობს ვადამდელ არჩევნებზე.

ირაკლი ზარქუას თქმით, ასეთი განცხადებები ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას არ უწყობს ხელს.

„კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის მოასმენინებთ რადიკალური ოპოზიციის ამ განცხადებებს. ეს ნიშნავს პოლარიზაციის შემცირებას? პირიქით, ეს ხომ მცდელობაა, მეტად დაძაბოს მდგომარეობა, უფრო აამხედროს ქართველი ქართველის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიციიდან ჭკვიანურს თუ იტყვის ვინმე, დავსხდებით და განვიხილავთ, ისევე როგორც ოპოზიციის არაერთი ინიციატივა იქნა განხილული, მხარდაჭერილი. რადიკალურ ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, არ გამოუვიდათ. ეს მერამდენე ტალღაა. უნდა შეიგნონ, ის ადამიანიც დაასვენონ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ. დამნაშავეა, ეს აღიარა ადგილობრივმა სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ის ადამიანი ზის ციხეში, მორჩა. სულ მცირე ექვსი წელი მიუწევს ჯდომა. ვინმეს რამე სათქმელი და გასაკეთებელი თუ აქვს, აგერაა პარლამენტი და ისაუბრონ. გინდ გავიდნენ, გინდ გამოვიდნენ, ისევ გადაკეტონ, შემდეგ ისევ მოვლენ და ბოდიშების მოხდით იტყვიან, მოდით რა, შემოვალთ, შეგვეშალა. კარგით რა, არ დაიღალნენ?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.