ირაკლი ზარქუა - პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, გავრცელებულ ვიდეოში არის თუ არა ნამდვილად ნანუაშვილის ხმა, სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია
ირაკლი ზარქუა - პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, გავრცელებულ ვიდეოში არის თუ არა ნამდვილად ნანუაშვილის ხმა, სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია

სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის შემოტევა გვქონდა. უჩა ნანუაშვილი თავისი პატრონის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ისევე როგორც თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა მიდგომები აქვთ, ხედავთ? ერთმა თქვა, აქ „ბოევიკები“ გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მცდელობა არის, რომ საქართველო 90-იან წლებში დააბრუნონ.

„ჩემი აზრით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილად ნანუაშვილის ხმაა. ისეთ განცხადებებს აკეთებს, ამის გატარება არ შეიძლება. სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია, რომელმაც თქვა, ევროპამ საქართველოს წინააღმდეგ უნდა იაქტიუროს, ფული მაიტათ, ქვეყანა ჩამოვანგრიო და აქ აგენტურა დაჯდესო. ამას ვერ მოესწრებიან“, – განაცხადა ზარქუამ.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვი და პეტრო პოროშენკო. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პრობლემაზე.