ირაკლი ზარქუა - 2012 წლიდან საქართველოს მთავრობას ევროატლანტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია
ირაკლი ზარქუა - 2012 წლიდან საქართველოს მთავრობას ევროატლანტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია

ცუდია, რომ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს მეგობარი ქვეყნების შეწუხება დასჭირდა, რომ ერთმანეთში შევჯერდეთ და შევთანხმდეთ. ევროპარლამენტიდან და სენატიდან ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ფუნდამენტური უფლება იყო დაცული. ეს უკვე იმის გარანტიაა, რომ თუ დანიელსონს თავის ჩამონათვალში რამე აქვს ასეთი, მასში ვადამდელი არჩევნები არ იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია.

„პოლიტპატიმრების თემა საერთოდ არ ყოფილა, ეს მითი მხოლოდ ოპოზიციას აქვს შექმნილი, რადგან როგორც სენატიდან იყო გახმოვანებული, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობას ივანიშვილთან თუ ივანიშვილის გარეშე ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევია. ცალსახად ითქვა, რომ მელიამ დაარღვია კანონი და უხერხულობა იყოო, რასაც ჩვენც ვამბობდით, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყენებდით თავს, მაგრამ ითქვა, რომ კანონი დაარღვია და შესაბამისად, არის იქ, სადაც არის. დღესაც თავისუფალია მელია იმაში, რომ ჯარიმა გადაიხადოს, 11 ათასი ევრო და გამოვიდეს. ამით ყველა უხერხულობას მოხსნის, რომელიც შეექმნა მათ შორის ფასილიტატორებს, შუამავლებს და სხვათაშორის, ოპოზიციასაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.