ირაკლი ზარქუა - ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხავენ და 3-პროცენტიან „ლელოს“ შეეკედლება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს
ირაკლი ზარქუა - ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხავენ და 3-პროცენტიან „ლელოს“ შეეკედლება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს

ნიკა მელიას მომავალი არის, რომ პარტიიდან გარიცხავენ და შეეკედლება 3-პროცენტიან „ლელოს“, მისი ლიდერი გახდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არ გამოცხადნენ და ამის შედეგი იყო ის, რომ ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე 15- წუთიანი განცხადება გააკეთა, შემდეგ დაშალა და ძველ თბილისში ასეირნებდა მომხრეებს. ირაკლი ზარქუას განმარტებით, ეს არასწორი განცხადებების შედეგია.

ამასთან, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს.

„ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონონ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს და ეს თავის თავს დააბრალოს. როცა იმხელა ავტორიტეტი არ გაქვს, თამასა ასწიო, საკუთარ თავს უნდა დააბრალო“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.