ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას - გადაიხდი, მეგობარო, ეს შენ გჭირდება
ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას - გადაიხდი, მეგობარო, ეს შენ გჭირდება

ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს და ამ გირაოს გადაიხდის. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ის თუ მისი მეგობრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნიკა მელია ცნობილია თავისი პროვოკაციებით და გამოხდომებით.

„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სტატუსის მოუხედავად, ნებისმიერი ადამიანის ქცევა კონსტიტუციას და სამართლიან გადაწყვეტილებას ექვემდებარება. ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს და ამ გირაოს გადაიხდის. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ის თუ მისი მეგობრები. ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური თანაგუნდელებისგანაც გვახსოვს, მაგრამ ნიკა გვარამიას შეგახსენებთ. მას ამისთვის მადლობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს პატივი სცა. დღეს იმის ფუფუნება არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ნიკა მელიას ვურჩევ, რომ შანტაჟს ნუ დაექვემდებარება და პროვოკაციებს ნუ დაიწყებს. მან კანონი დაარღვია ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა და გირაო გადაიხადეს. თუ არ გადაიხდის, ამით განაჩენს თავის თავს გამოუტანს. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს. გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა. როგორც პროკურატურის პასუხად, ნიკა მელიამ განაცხადა, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება და თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან მათი გადმოსახედიდან, კანონი დაარღვია.