ირაკლი ზარქუა - სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, ახლა თურმე მიუღებელია
ირაკლი ზარქუა - სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, ახლა თურმე მიუღებელია

ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ  განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ირაკლი ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ჩამოყალიბდნენ და არ იციან, რა ქნან.

„სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე. ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან, რა ქნან. ხან აგინებენ, ხან ლანძღავენ. ამ კაცს ის ფულები დაუბრუნონ უკან, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამოართვეს თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენი ჯარისკაცებისგან მოპარული ფული. შემდეგ იქნება გულწრფელი მელია. ახლა, როცა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მიუღებელია. ესეც მათი შიდასამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.