ირაკლი ზარქუა  - „ნაცმოძრაობაში“ ვინც შედარებით ადეკვატურია, პარლამენტში ველოდები სამუშაოდ, გაემიჯნონ ხელმოცარულებს, კეზერაშვილებსა და მერაბიშვილებს პოლიტიკურ სანაგვეზე ნუ ჩაჰყვებიან
ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობაში“ ვინც შედარებით ადეკვატურია, პარლამენტში ველოდები სამუშაოდ, გაემიჯნონ ხელმოცარულებს, კეზერაშვილებსა და მერაბიშვილებს პოლიტიკურ სანაგვეზე ნუ ჩაჰყვებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან და ამ სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს.

„ათკაციან რაზმებს ნუ ღლიან, თქვენ მაინც გაგიფრთხილდნენ. ამინდები შეიცვალა, აცივდა. აქციებზე ჟურნალისტები გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე აქციის ინიციატორები. სააკაშვილი არის დამნაშავე, მას მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან და ამ სასჯელს ბოლომდე მოიხდის. ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის ხელმოცარულების სახლიდან სახლამდე სირბილი.

„ნაცმოძრაობაში“ ვინც შედარებით ადეკვატურია, პარლამენტში ველოდები სამუშაოდ. დროზე გაემიჯნონ ამ ხელმოცარულებს. ნუ ჩაჰყვებიან კეზერაშვილებსა და მერაბიშვილებს პოლიტიკურ სანაგვეზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.