ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ შოუების დადგმის ახალ რეჟიმზე გადადის
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ შოუების დადგმის ახალ რეჟიმზე გადადის

„ნაციონალური მოძრაობა“ შოუების დადგმის ახალ რეჟიმზე გადადის – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც ისინი საკონკურსო-საატესტატო კომისიაში მათ ჩართვას ითხოვენ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს, ქაოსი შეიტანოს იმ რეფორმასა და ოპტიმიზაციაში, რომელიც დედაქალაქის მერიაში მიმდინარეობს.

„მათ კარგად იციან, რომ კადრების შერჩევა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროფესიონალების თანდასწრებით ხდება. ასე რომ, არ მგონია, აქ საჭირო იყოს დამატებით შოუს დადგმა. თუ ეს დღის წესრიგში დადგება, მგონია, რომ ყველას მიეცემა საშუალება, დაესწროს და უფრო გამჭვირვალე გახადოს ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა მოითხოვა. მისი თქმით, მათ არ აქვთ ილუზია, რომ მერია ღია და გამჭვირვალე კონკურსს ჩაატარებს და თანამდებობებზე კონპეტენტურ ადამიანებს დანიშნავს.