ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ჭრელო პეპელასავით არიან, ხან შემოდიან, ხან არ შემოდიან პარლამენტში, ჩამოყალიბდნენ
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ჭრელო პეპელასავით არიან, ხან შემოდიან, ხან არ შემოდიან პარლამენტში, ჩამოყალიბდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ჭრელო პეპელასავით არიან, ხან შემოდიან, ხან არ შემოდიან პარლამენტში. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა თუნდაც თავიანთი ამომრჩევლების ინტერესების გატარება პარლამენტში და მუშაობა საქართველოს ინტერესების გატარებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში თუ ჩაერთვება, მათი ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება გაზიარებული და მხარდაჭერილი“.

„ჩამოყალიბდნენ, საერთოდ რა უნდათ. მათი ინიციატივა, რაც ახლოს იყო სიჭკვიანესთან, გავიდა, მათ შორის თვითმმართველობაში. არავინ ბლოკავს, ოღონდ მუშაობა უნდოდეთ. ჩაერთონ პროცესებში და ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება გაზიარებული, მხარდაჭერილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.