ირაკლი ზარქუა - მწვალებელთა პარტიის დროს იყო პატიმრების წამება და მოკვდინება, ამასთან შედარებით, როცა ახლა კალორიულობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის აბუჩად აგდება
ირაკლი ზარქუა - მწვალებელთა პარტიის დროს იყო პატიმრების წამება და მოკვდინება, ამასთან შედარებით, როცა ახლა კალორიულობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის აბუჩად აგდება

მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული – თაფლი, ხილი და ა.შ. საქართველოში ისეთი პენიტენციური სისტემაა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლება არის დაცული. ეს არ არის 2012 წლამდე არსებული ციხე, სადაც წვალება, წამება, უბედურება ხდებოდა, კასტილიანი კაცით იყო დასჯა. ახლა ციხე თითოეულ პატიმარზე ზრუნავს. აბუჩად აგდებაა, როცა მწვალებელთა პარტიის დროს იყო პატიმრების წვალება, წამება, მოკვდინება. როცა ამასთან შედარებით, ახლა კალორიულობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის აბუჩად აგდება. მიხეილ სააკაშვილის უფლებებზე რომ საუბრობენ, მისი უფლებები დაცულია. მასთან ადვოკატები მიდიან და გაგიგიათ, მისი უფლება რომ დარღვეულია? ამბობენ, რატომ არ აქვს ტელევიზორიო, ტელევიზორი კი არა, ხალხს აწამებდნენ და რაზე ვსაუბრობთ? მათი მცდელობაა, პროცესის დრამატიზება მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.