ირაკლი ზარქუა - მოსმენების თემაზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია, კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, რასთან გვაქვს საქმე
ირაკლი ზარქუა - მოსმენების თემაზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია, კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, რასთან გვაქვს საქმე

მოსმენების თემა ისეთია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია. კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, საქმე რასთან გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

„გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურას უნდა ვაცადოთ. თუ ამ გამოძიების კმაყოფილი არ ვიქნებით, ვალდებულება გვაქვს, დებატები მოვიწვიოთ და დროებითი საგამოძიებო კომისიაც შევქმნათ. ცალკეული პოლიტიკოსები რომ ამ თემით მანიპულირებენ, მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ იცის, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ვერც მოესწრება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან გამოძიება უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ზარქუამ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ლელოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს.