ირაკლი ზარქუა - მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება
ირაკლი ზარქუა - მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება

მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არც განიხილება.

„იცით, რომ მოლაპარაკებები ჩვეულებრივად გრძელდება. მეოთხე რაუნდამდე მივედით, წინ გვაქვს კიდევ მეხუთე რაუნდი და ჩვენ, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან გვქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული მოლაპარაკება. ველოდებით, როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს საკითხი არც განიხილება, არც ამის საფუძველი არსებობს და არც ამის მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში. ჩვენ ეს ვნახეთ. უფრო მეტიც, იმ საზოგადოებრივი კვლევებით, ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, რომლებიც მაინც და მაინც არ არიან გამორჩეული მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობით, იქაც კი დაფიქსირდა, რომ 76 პროცენტი მხარს უჭერს არა რევოლუციური გზის განვითარებას, არამედ პარლამენტში მობრძანდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და იქ გააგრძელონ საუბარი.

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონებით. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ კანონი მნიშვნელოვანია. რიგითი ზარქუა დაარღვევს თუ რიგითი პეტრიაშვილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს არის ჩემი და ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.