ირაკლი ზარქუა - მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პატარა პარტიებმა მისი მძევლობიდან თავი დაიხსნან
ირაკლი ზარქუა - მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პატარა პარტიებმა მისი მძევლობიდან თავი დაიხსნან

მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პატარა პარტიებმა მისი მძევლობიდან თავი დაიხსნან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბარიერის დაწევის საკითხზე საუბრისას, ზარქუამ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, თუმცა გადაწყვეტილება დიალოგის შესაბამისად იქნა მიღებული.

„მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პატარა პარტიებმა მისი მძევლობიდან თავი დაიხსნან. ოპოზიცია არ ითხოვდა დიალოგს? გადაწყვეტილება სწორედ დიალოგის შესაბამისად მივიღეთ, თორემ მმართველ პარტიას პრობლემა არ აქვს, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს. „ნაციონალურ მოძრაობა“ 5-7 პროცენტს შორის მერყეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დიალოგი გაგრძელდეს, შეთანხმება შედგეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რიგგარეშე არჩევნები და პატიმრების გათავისუფლების თემა სენატმაც გამორიცხა, ევროპარლამენტმაც. დანარჩენი, სააკაშვილის დაკრულზე დიდი ხანია, ეს ქვეყანა არ დადის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.