ირაკლი ზარქუა - მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი „ენჯეოშნიკების“ დაფინანსებას
ირაკლი ზარქუა - მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი „ენჯეოშნიკების“ დაფინანსებას

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი „ენჯეოშნიკების“ დაფინანსებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის, საელჩოებსაც – შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი „ენჯეოშნიკების“ დაფინანსებას, რომელიც, მათ შორის, არა ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.