ირაკლი ზარქუა - მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა კანდიდატები
ირაკლი ზარქუა - მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა კანდიდატები

მიხარია, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინა თავისი კანდიდატები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მომავალშიც ეცდება, რომ ხალხის პრობლემები გადაჭრას.

„ვისურვებდი, რომ ბატონმა მელიამ, მამამ ამ შემთხვევაში, დაასვენოს ოჯახის წევრები. ერთხელაც უხერხულობაში ჩააგდო. გახსოვთ, სანდრას არჩევნების დროს, როდესაც ის დაპირება ათქმევინა და შემდეგ ვერ შესრულდა. ამიტომ არ არის აუცილებელი ოჯახის წევრების ჩართვა, თუმცა მათიც მესმის. ზოგ რაიონში წარმოდგენილი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატები, რომლებიც ალბათ 15-20% ფარგლებში იბრძოლებენ. მაინც მგონია, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ გაგვიმართლა, რომ ფოთში, მაგალითად, ვფიქრობ, წაგებას გადავურჩით, რადგან რამდენადაც გვქონდა ინფორმაცია, ქალბატონი ბოკუჩავა იყო იქ წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ გადავრჩით „ქართული ოცნება“.

მგონია, რომ ფოთს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს, რადგან ბოკუჩავამ უარი თქვა, თუ უარი ათქმევინეს. ვეცდებით, რომ პრობლემები და გამოწვევები გადავჭრათ. ეს ძალუძს მხოლოდ მმართველ პარტიას, იმ გამოცდილებებით, შეხედულებებით, მიდგომებით, ღირებულებებით, იმ გუნდით და კომპეტენციით. დანარჩენი ვინ, სად, როგორ – მათი არჩევანია, გინდა ოჯახის წევრები და გინდა პარლამენტარები ამოგზაურონ რეგიონებში. პარლამენტშიც ხომ ნახეთ შემოსვლისას, როგორ დაფიქსირდა ერთობა და გასვლისასაც როგორ დაფიქსირდა. ნაწილი გავიდა, დატოვეს მანდატი და ზოგი დარჩა. ჩვენთვის მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანი და ამოსავალი არის, რომ იმ პრობლემებს გავუმკლავდეთ, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. დანარჩენი, ვინ წავა და წამოვა, მათი არჩევანია და ღმერთმა მშვიდობაში ეს არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები გუშინ წარადგინა.