ირაკლი ზარქუა – კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ – 20 ათასი, გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ

12:45, 29.05.2024

გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ – 20 ათასი, გააგრძელონ და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს არ მოერგება, დაჯარიმდება.

„კანონი მიღებულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია ჯარიმა, შემდეგ – 20 ათასი. გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ. ეს მხოლოდ კარგია. ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს მოერგება, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ვინც არა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საია-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“.

მსგავსი