ირაკლი ზარქუა - მდიდარი „ენჯეოშნიკების“ მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში, გამორიცხულია, ამას ვერ გავატარებთ
ირაკლი ზარქუა - მდიდარი „ენჯეოშნიკების“ მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში, გამორიცხულია, ამას ვერ გავატარებთ

მდიდარი „ენჯეოშნიკების“ მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში, გამორიცხულია, ამას ვერ გავატარებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, მათი ამოცანაა ქაოსის ხელშეწყობა, რაშიც ისინი მმართველმა გუნდმა ამხილა.

„მდიდარ „ენჯეოშნიკებს“ ერთი მიზანი აქვთ, რამენაირად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ერთ-ერთ სასტუმროში, მგონი, „სოროსის ფონდის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, ეს ხომ „ქართულ ოცნებას“ მიეწერებაო და შემდეგ ოპოზიციას რა ეშველებაო. არ მახსოვს, „სოროსის ფონდი“ იყო ან მეორე სატელიტი.

ამ მდიდარ „ენჯეოშნიკებს“ ერთი სახე, ერთი ნიშანი, ერთი ხელწერა, ამოცანა აქვთ. ამერიკელი ხალხის ფულს, ჩვენი ევროპელი ხალხის დახმარების ფულს, რომელიც დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რადიკალების გაძლიერებაში, ქაოსის, მიტინგებისა და უბედურებების ხელშეწყობაში იყენებენ. ეს არის ამათი ამოცანა და ამაში ვამხილეთ. დარწმუნებული ვარ, USAID-ის სათავო ოფისს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება, რადგან მგონია, რომ ამერიკელი ხალხისა და ევროპელი ხალხის ფული აქ იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში. გამორიცხულია, ამას ვერ გავატარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.