ირაკლი ზარქუა – მარტა კოსი აცხადებს, ნეტა, საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეზე იყოსო, ახლა ვხვდები, რატომაც აქვს ევროკავშირს ასე ცუდად საქმე

13:09, 07.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, ვინაიდან საქართველომ არ შეასრულა ევრობიუროკრატთა მოთხოვნა და თავის დროზე, არ დაუწესა სანქციები რუსეთს.

ირაკლი ზარქუა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მარტა კოსი აცხადებს, ნეტა, საქართველო იმ დონეზე იყოს, როგორც უკრაინა და მოლდოვააო. ახლა ვხვდები, რატომაც აქვს ევროკავშირს ასე ცუდად საქმე. მარტა კისი, რომელიც არის ერთი უპასუხისმგებლო ევრობიუროკრატი, საქართველოს ეუბნება, უკრაინა როგორც არის, ნეტა ისე იყოსო. უკრაინაში რა ხდება, მოსახლეობა ამოუწყვიტეს, ტერიტორიები დაკარგული აქვს, ეკონომიკა არ არსებობს და ქვეყანა დახმარებებით არსებობს. პლუს სასარგებლო წიაღისეული რაც აქვს, უკრაინელმა ხალხმა დიდ სახელმწიფოებს საუკუნეები უნდა უხადოს, ეს ხელშეკრულება აქვს დადებული. შენობა შენობაზე არ დგას, ყველაფერი გაცამტვერებულია და მარტა კოსი ამას საქართველოს ადარებს, ეს არის სიგიჟე.

მეორე, მოლდოვას ნაწილში ქალბატონმა კოსმა დაგვისახელოს ერთი კრიტერიუმი, რომელი კრიტერიუმითაც ჯობია მოლდოვა საქართველოს. ჩვენ გვაქვს 7,5% ეკონომიკური ზრდა, მათ აქვთ – 2,2%. ჩვენ ინფლაცია 4%-ის ფარგლებში გვაქვს, იქ 9 %-ზე მეტია. საგარეო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან იქ 19%-ზე მეტია, ჩვენთან არის 2,5%, რაც ნორმაშია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მისახლეზე ჩვენთან 10 ათას დოლარზე მერია, მათთან 6 200 დოლარი. რომელი კრიტერიუმით ჯობია მოლდოვა საქართველოს?

იმის გამო, რომ ჩვენ არ გავყევით ევრობიუროკრატების მოთხოვნებს, თურმე სანქციები დაგვეწესებინა და ამ დროს თითოეული მათგანი რუსეთთან ფარულად ვაჭრობდა, ამის გამო საქართველოს სჯიან, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით და ორმაგი სტანდარტით.

ის, რაც ჩვენთვის უნდოდათ, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ. გერმანიაში ვხედავთ, რაც ხდება, ვხედავთ, საფრანგეთში რა ხდება, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს რეალობაა. ასევე, ევროკავშირში რაც ხდება, იმ სხდომაზე, სადაც მარტა კოსი და მისი ქარაფშუტა ლიდერები გამოდიან. ის სხდომა რა დღეში ვარდება. ეს თქვენი მოღვაწეობის დამსახურებაა. ვადა გეწურებათ და ადრე თუ გვიან, თქვენ იმ თანამდებობებს ჩამოშორდებით, საქართველო კი, ევროპისკენ სვლას ისევ ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკური განვითარებით გააგრძელებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ისურვებდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ისურვებდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

მსგავსი