ირაკლი ზარქუა - მაქსიმალურად ყველა წავედით დათმობაზე, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია რადიკალური იყო მაშინაც და ახლაც
ირაკლი ზარქუა - მაქსიმალურად ყველა წავედით დათმობაზე, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია რადიკალური იყო მაშინაც და ახლაც

მმართველი პარტია ყოველთვის ვამბობდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დათმობაზე წავედით, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია რადიკალური იყო მაშინაც, ახლაც და სავარაუდოდ, მომავალშიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„გუშინ ნათელაშვილმა დატოვა მოლაპარაკების მაგიდა. ასეთი ჯგუფების ინტერესის სფერო არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ფულზე გაყიდული პარტიების და მათი ლიდერების ამოცანა ყოველთვის იყო რევოლუციური სცენარი, რომელსაც უკვეთავს მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგით დასრულდება, სადაც ყველა ის რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ იქნება შემოთავაზებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, დეპუტატის თქმით, სამწუხაროა,რომ სააკაშვილი მსგავსი ლექსიკით საუბრობს საერთაშორისო პარტნიორებზე.

„ვწუხვარ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე ასე ლაპარაკობს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის პარტია, რომლის ამოცანაც არის თავდასხმა ევროპულ ინსტიტუციებზე, ევროპელ ლიდერებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს“, – განაცხადა ზარქუამ.