ირაკლი ზარქუა - ლიეტუვას ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას და ჟიგიმონტუსები შეიძლება, მომავალში კიდევ იყვნენ
ირაკლი ზარქუა - ლიეტუვას ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას და ჟიგიმონტუსები შეიძლება, მომავალში კიდევ იყვნენ

ლიეტუვას ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას და ჟიგიმონტუსები შეიძლება, მომავალში კიდევ იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კომენტირებისას აღნიშნა.

ზარქუას განცხადებით, მისთვის ჟიგიმანტასის განცხადებები საინტერესო არ არის, მთავარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ჩემთვის ჟიგიმონტუსი არ არის საინტერესო, ჩემთვის მნიშვნელოვანია ლიეტუვას პრეზიდენტი და ოფიციალური პოზიცია, რომ ლიეტუვა მხარს გვიჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის ადამიანები, ვინც აფილირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბატონი ჟიგიმანტა იქნება თუ სხვები, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო არიან. მათ სინდისზე იყოს ის პოზიცია და ჩანაწერები. ლიეტუვას პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს მიუღებელია და ემიჯნება, ჟიგიმონტუსები კი კიდევ იქნებიან. ქვეყანას ერთი პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ პარლამენტის წევრები საქართველოს 150 ჰყავს. ამ პარლამენტში გუბაზას და მე შეიძლება, რუსეთზე განსხვავებული პოზიცია გვქონდეს. შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ ლიეტუვას ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას და ბატონი ჟიგიმონტუსები შეიძლება, მომავალში კიდევ იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს, ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.