ირაკლი ზარქუა - ლევან სანიკიძე სწორ კითხვას სვამს, ოპოზიცია „ნაცმოძრაობა“ თუ არ არის, აბა, ვინ არიან? „ნაცებისგან“ დაკვეთებს იღებდნენ და ახლა „ნაცებს“ ემიჯნებიან
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით სწორ კითხვას სვამს.
ზარქუას თქმით, დღევანდელი ოპოზიცია კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.
„ნახევრად სიმართლეს საუბრობს. არასწორია, რომ ჩვენს პოლიტიკას „ნაცებზე“ ვაგებთ. დღეს არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალები თავისი აქტივისტებით, სამოქალაქო სექტორი რომ დაირქვეს. რაც შეეხება მეორე სიმართლეს, დიახ, ისინი ყველანი „ნაცმოძრაობა“ არიან. თუ არ არიან, აბა, ვინ არიან, სწორი კითხვაა. „ნაცებისგან“ დაკვეთებს იღებდნენ, თავიდან ბოლომდე სააკაშვილს ხოტბას ასხამდნენ, რუსეთს გადასცეს ბაზები და ახლა „ნაცებს“ ემიჯნებიან, ჩვენ არ ვართო, აბა, ვინ არიან? ვაშაძე იუსტიციის სამინისტროში არ მუშაობდა, სტრატეგიულ ობიექტებს ხელი რომ მოაწერეს და რუსებს გადასცეს? ახლა არ მოსწონთ, ხომ, სააკაშვილი?კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან და სწორს ამბობს სანიკიძე. ახლა ემიჯნებიან, რადგან იციან, რომ პარტია გაკოტრდა და თან იმდენად გაკოტრდა, რომ საკუთარი ოფისიც კი გაყიდეს. ჩემი „ხაბე“ მეცოდება, ციხეში თავი გააყოფინეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.