ირაკლი ზარქუა - ლევან ხაბეიშვილი გაკოტრებული პარტიის წევრია, მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ყველას რაღაც დააბრალოს
ირაკლი ზარქუა - ლევან ხაბეიშვილი გაკოტრებული პარტიის წევრია, მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ყველას რაღაც დააბრალოს

ლევან ხაბეიშვილი ყოველდღიურად მიზანმიმართულად ცდილობს, სიცრუესა და ტყუილზე აგებული უსაფუძვლო ბრალდებები წაგვიყენოს, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ხაბეიშვილი უგულავას მთავრობაში სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და როცა პრემიებსა და დანამატებს იღებდა, მაშინ არ ახსოვდა გაჭირვებული ხალხი.

„უგულავას მაშინდელი ხელმძღვანელობა 50 მილიონზე გასამართლდა და მან ეს აღიარა. ხაბეიშვილი მაშინ იყო სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სადაც პრემია-დანამატს იღებდა. ეს მაშინ დანაშაული არ იყო. ჩვენს რეალობაში საკრებულოს არც ერთი დეპუტატი არც დანამატს და არც პრემიას არ იღებს. მან კიდევ ერთი ტყუილი თქვა მანქანებზე, ტყემალაძეს და მის მოადგილეს ახალი მანქანები ემსახურებიანო. სინამდვილეში ეს ძველი ნაყიდი მანქანებია, საიდანაც ორი მანქანა პირადად მას და მის ფრაქციას ემსახურება. ტყუილებს გავუტარებთ სიცრუეში იცხოვროს, მაგრამ როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადავა, მოხდა ის, რაც მოხდა, საკრებულო ის ადგილია, სადაც ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიმშაოთ დედაქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ხაბეიშვილი იმდენად არაკაცია, რომ ყველაფერს ერთმანეთს აბამს. ის გაკოტრებული პარტიის წევრია. მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ყველას რაღაც დააბრალოს და მერე თავი იმართლოს. მე მას ვკითხე, ამას რატომ აკეთებდა. ხაბეიშვილმა მიპასუხა, ჩემი ამოცანაა, რომ თქვენ დაგაბრალოთ, თქვენ მთავრობა და ხელისუფლება ხართ და თავი იმართლეთო. მეტი რა საქმე გაქვთო. ამ პრინციპით, რომ სარგებლობს და ამ პრინციპით რომ ცხოვრობს, ის ადამიანი არაკაცია, აბა, რა არის“, – განაცხადა ზარქუამ.