ირაკლი ზარქუა - „ლელო“ გონს მოეგო, ბოიკოტი შეწყვიტა, როგორც ვიცი, რაღაც ინიციატივებიც აქვს, მისასალმებელია და ასეც უნდა გააგრძელოს
ირაკლი ზარქუა - „ლელო“ გონს მოეგო, ბოიკოტი შეწყვიტა, როგორც ვიცი, რაღაც ინიციატივებიც აქვს, მისასალმებელია და ასეც უნდა გააგრძელოს

„ლელო“ გონს მოეგო, ბოიკოტი შეწყვიტა, როგორც ვიცი, რაღაც ინიციატივებიც აქვს, მისასალმებელია და ასეც უნდა გააგრძელოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი და დებატებსა და დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა.

ამასთან, აღნიშნა, რომ „როდესაც საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელსაც ბოიკოტის საფუძველი არ აქვს, რატომ არის ბოიკოტის რეჟიმში და იგონებს“.

„თავისი ბელადი, მსჯავრდებული სააკაშვილი ხომ გადაიყვანეს, ახლა მაინც რა საფუძველი აქვთ. მათი თემაა მუდმივი ბოიკოტი, რევოლუციური სცენარები და მუდმივი დაძაბულობა, რაც რუსეთის ინტერესშია. ესეც მათი გადასაწყვეტია, იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენ მანამდეც ვმუშაობდით „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ვიღებდით ბიუჯეტს და მთავრობას ვამტკიცებდით. სახელმწიფო ყველა სოციალურ ვალდებულებას ითვალისწინებდა, ახორციელებდა და მომავალშიც გავაგრძელებთ. უბრალოდ მათი სახეა, ნიღაბი ჩამოეხსნათ და მათი ამომრჩევლის მარგი ქმედების კოეფიციენტი პარლამენტში, ნულია. ბიჭებმა ასე გააგრძელონ.

„ლელო“ გონს მოეგო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბოიკოტი შეწყვიტა, შემოვიდა და ჩართულები არიან. როგორც ვიცი, რაღაც ინიციატივებიც აქვთ. ეს მისასალმებელი და სწორი პოზიციაა. ასეც უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.