ირაკლი ზარქუა - კონსტიტუციის ხელყოფა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს, გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი წარმომადგენლობა არგუმენტებით არის შეიარაღებული
ირაკლი ზარქუა - კონსტიტუციის ხელყოფა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს, გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი წარმომადგენლობა არგუმენტებით არის შეიარაღებული

კონსტიტუციის ხელყოფა, დარღვევა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს. სამწუხაროდ, სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე და გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ვამხილოთ პრეზიდენტი, ვთქვათ, რომ ეს არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.

„კონსტიტუციის დარღვევა რომ არავის ეპატიება, ეს საქმე უნდა იყოს მაგალითი. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი წარმომადგენლობა არგუმენტებით არის შეიარაღებული. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიეთითება, რომ ის კონსტიტუციასთან მიმართებით მართალი არ არის, ისევე, როგორც ქართულ სახელმწიფოსთან და მას მოუწევს, შემდეგში ანგარიში გაუწიოს კონსტიტუციას. რაც შეეხება კენჭისყრას, ჩვენი მოტივაცია იყო, რომ კონსტიტუციის დარღვევა დაგვეფიქსირებინა. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გაგრძელდება და იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთ. სხვა მხრივ, რადიკალების ლუსტრაცია მოხდება – ისინი სალომე ზურაბიშვილს ხან მოღალატეს, ხან რუსეთის წარმომადგენელს, ხან არაკომპეტენტურს ეძახდნენ, ხან ისეთ სიტყვებს, რასაც ვერ გავიმეორებ, მაგრამ დღეს იცავენ, რადგან ერთ ტალღაზე არიან რადიკალები და პრეზიდენტი. ეს ტალღაა ის, რომ კონსტიტუცია დაირღვეს და მზადება იყოს ქაოსისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.