ირაკლი ზარქუა - ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერში დრამატიზებას რომ ხედავს, არახალია, საქართველო იცავს იმ შეთანხმებულ პირობებს, დათქმებს, რაც საერთაშორისო არენაზე გვაქვს მიღწეული
ირაკლი ზარქუა - ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერში დრამატიზებას რომ ხედავს, არახალია, საქართველო იცავს იმ შეთანხმებულ პირობებს, დათქმებს, რაც საერთაშორისო არენაზე გვაქვს მიღწეული

ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერში დრამატიზებას რომ ხედავს, არახალია, საქართველო იცავს იმ შეთანხმებულ პირობებს, დათქმებს, რაც საერთაშორისო არენაზე გვაქვს მიღწეული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს.

„ოპოზიცია, ეს ხელმოცარულები, ყველაფერში რომ დრამატიზებას ხედავენ, არახალია და ამ ნაწილს არ გავყვები. ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები და დისკუსია. ახლაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმრების ვიზიტი იქნება სასარგებლო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საქართველო იცავს იმ შეთანხმებულ პირობებს და დათქმებს, რაც საერთაშორისო არენაზე გვაქვს მიღწეული. რაც არ უნდა თქვას ოპოზიციამ, ამ რადიკალებმა ან უკრაინელმა გონჩარენკოს მეგობრებმა და ექსპერტებმა, იმ დონის ადამიანებმა, იქ რომ არავინ გამარჯობას ეუბნება და არ თვლიან პოლიტიკოსად, მათ არგუმენტებს ვერ მივიღებ. ჩვენ როგორც სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ასევე მთავარ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. სანქციების გვერდის ავლისთვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კონსულტაციები გრძელდება, მანამდეც იყო კონსულტაციები და მომავალშიც იქნება და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.