ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავას იდეიდან, გინდ გაშლილი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და გინდ დახურული, არაფერი გამოვა
ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავას იდეიდან, გინდ გაშლილი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და გინდ დახურული, არაფერი გამოვა

ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები, კორუმპირებულები მთელი წლები ბიუჯეტს რომ ხრავდნენ, გინდ გაშლილი, გინდ, დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც გამოემხაურა გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ.

„მოუნდა ხომ გაშლილი ქოლგის ქვეშ? უგულავას იდეა – არ ვიცი, ეს ქოლგა დახურული იქნება, თუ გაშლილი და საერთო ოპოზიციის რომელ ფლანგში გაერთიანდება, მაგრამ მგონია, რომ ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები, კორუმპირებულები, მთელი წლები ბიუჯეტს რომ ხრავდნენ, გინდ გაშლილი და გინდა, დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა. ეს ვერ გაითვალისწინეს, ვერ გაიაზრეს და ისევ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. მათი არჩევანია, მმართველ პარტიას საერთოდ არ აქვს ეს პრობლემა, რაც უნდათ, ის იტრიალონ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. რაც უნდათ ქნან, როგორც უნდათ, იტრიალონ, ხან დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ხან – გაშლილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას განმარტებით, საჭიროა ჯანსაღი ოპოზიცია.

„ალალად გეუბნებით, ჩვენც გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, ვინც გველაპარაკება არა ჩასაფრებული პოზიციიდან, სადაც აპრიორი აგებენ მერე ყველა თემაზე დებატს და კამათს, არამედ იყოს ჯანსაღი კამათი, დისკუსია. უამრავი ხარვეზი და შეცდომააა, რასაც შეიძლება, ვაკეთებდეთ, მაგრამ როცა მორალის ენით გელაპარაკება უგულავა, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა, ეს რაც დავუმტკიცეთ, სააკაშვილი იქიდან რომ ბრძნულ აზრებს დაწერს და გამოუშვებს, თურმე როგორი უნდა იყოს დემოკრატია ქვეყანაში, ხომ ყველამ იცის, რომ ამას არ მიიღებს არც მოსახლეობა, არც ჩვენ, აპრიორი განწირულია ეს. ვიდრე ეს მოძველებული, როგორც უგულავამ უწოდა თავის დროზე სააკაშვილს ჯართიო და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად, ვიდრე ასეთი ადამიანები იქნებიან პოლიტიკაში, მანამდე რადიკალური ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში იქნება. ჩვენ გვაქვს დებატები, გვაქვს კამათი, მათ შორის მათი ინიციატივებიც გადის, რაღაცებს ვითვალისწინებთ, ვიღებთ შენიშვნებს, ეს არის სწორი ჯაბაასი, მაგრამ არ გამოვა ასე, დემოკრატიაზე რომ გელაპარაკება უგულავა, რომელმაც რა არ ჩაიდინა და მწვალებელთა პარტია“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.